ოლიმპიადა ტარდება ორ ტურად
ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ მე-10 და მე-11 კლასელებს (2009-2010 სასწავლო წლის მდგომარეობით)
ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია.
ოლიმპიადის პირველი – ინტერნეტტური ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- 19 ივნისი – ონლაინტესტირება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
- 20 ივნისი – ონლაინტესტირება ზოგადი უნარების ვერბალურ ნაწილში
- 21 ივნისი – ონლაინტესტირება მათემატიკაში
- 22 ივნისი – ონლაინტესტირება უცხო ენაში (ინგლისური და გერმანული)
- 23 ივნისი – ონლაინტესტირება ისტორია–გეოგრაფიაში
- 25 ივნისი – შედეგების გამოქვეყნება
თითოეულ საგანში ტესტი ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე www.olimpiada.ge შესაბამისი დღის 9:00 სთ–დან 21:00 სთ–მდე. ტესტირების დრო განსაზღვრულია და მონაწილეს საშუალება ექნება ტესტის გახსნიდან 5 საათის განმავლობაში უპასუხოს 40 სატესტო კითხვას.
ტესტირების პროცესის ტექნუკური ან სხვა მიზეზით შეწყვეტისას დროის ათვლა შეჩერდება და აღდგება ტესტირების განახლებისას, მაგრამ არაუგვიანეს 21:00 საათისა. კითხვა რომელზეც მოხდა ტესტირების შეწყვეტა ჩაითვლება გამოტოვებულად.
ყოველი სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, გამოტოვებული კითხვა 0–ით, ხოლო არასწორი პასუხი ფასდება უარყოფითი -0,2 ქულით.
პირველი ტურის ბოლოს გამოქვეყნდება მონაწილეთა რეიტინგი ჯამური ქულების შესაბამისად.
მეორე ტურში გადასულად ჩაითვლება საუკეთესო 50 მონაწილე.
მეორე ტური ჩატარდება 27 ივნისს, კვირას აბიტურიენტთა ინტენსიური მომზადების ცენტრში, მისამართზე – ქ. თბილისი, ზურაბ ჭავჭავაძის 9, II სართული. მონაწილემ უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
მეორე ტურის ტესტი შედგება ასი კითხვისაგან და კომბინირებულია (მოიცავს სხვადასხვა სასკოლო საგნებს)
ოლიმპიადის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 30 ივნისს

